ინტერნეტ მაღაზია  „higiena.ge”  (შპს. მოურავი ს/კ 405393284) 2020 წელს  დაარსდა და ახალი კორონა ვირუსის პანდემიას უკავშირდება. არსებულ რეალობაში ბევრი კომპანია, ასევე ფიზიკური პირი  რეალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.  მსოფლიო ჯან. დაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ,  საქართველოს მთავრობამ შემოიღო რეგულაციები, რომლითაც დაევალათ დაწესებულებებს ამ რეგულაციების მიხედვით მუშაობა.  პირველ ეტაპზე, ბაზარზე კრიზისული სიტუაცია შეიქმნა და დიდ პრობლემას წარმოადგენდა პირბადეებისა თუ სადეზინფექციო სითხეების შოვნა, სწორედ ამგვარი პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ჩვენი ინტერნეტ მაღაზია.

ჩვენი გუნდი თანამშრომლობს ყველა ძირითად მწარმოებელსა თუ შემომტან კომპანიასთან და გაგვაჩნია ფართო არჩევანი, ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, რითაც საშუალებას ვაძლებთ ჩვენს მომხმარებლებს შეარჩიონ კონკრეტულად მათთვის სასურველი პროდუქტი.

ჩვენი ინტერნეტ მაღაზია ჰიგიენური პროდუქციის ბაზარზე ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, როგორიცაა:

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე , ჩვენი პროდუქცია მოსახლეობას ეხმარება გავრცელებული ვირუსის ( Covid 19-ის )  პრევენციაში.

რეგულაციებიდან გამომდინარე,  აუცილებელია სამუშაო ადგილების და სხვა სივრცეების სისტემატიური დეზინფექცია და სისუფთავის ნორმების დაცვა. შენობებისა და დაწესებულებების შესასვლელებში უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციო სითხით გაჟღენთლი დეზობარიერი.

იმისათვის რომ თავი ავარიდოთ გავრცელებულ ვირუსებს, აუცილებელია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოვიყენოთ პირბადე და ხელთათმანი.

ხელების დაბანა სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.

სისტემატურ დასუფთავებას/ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას მოითხოვს:

  • სამუშაო მაგიდა
  • კომპიუტერის მონიტორი
  • კლავიატურა
  • კომპიუტერის მაუსი
  • დაწესებულებაში არსებული ტელეფონები
  • მობილური ტელეფონები/რაციები
  • კარის/ფანჯრის სახელურები
  • მოაჯირები
  • შიდა და გარე ნარჩენების ურნები
  • დაწესებულების იატაკი
  • ლიფტის ღილაკები და ღილაკების დაფა
  • საპირფარეშოები
  • ჭურჭელი/კონტეინერები
  • მაგიდები და სკამები
  • ყავის/წყლის აპარატები
  • ვიტრინებისა და სადემონსტრაციო სივრცეების დასუფთავება/დეზინფექცია
  • ობიექტის დახლები
  • ბანკომატებისა/ჩასარიცხი აპარატების ღილაკების დაფა და მონიტორი
  • სამზარეულოში არსებული ინვენტარი
  • ფიტნეს/გამაჯანსაღებელი ცენტრების სივრცეში არსებული ინვენტარი
  • საკონფერენციო ოთახების აღჭურვილობა და ინვენტარი
  • TV დისტანციური მართვის საშუალებები
  • ელექტრო ჩამრთველები
  • ბარგის გადაადგილების საშუალებები
  • ავეჯი
  • საბავშვო სივრცეები და ინვენტარი
  • ელექტრონული გასაღებები/ბარათები
  • ელექტრო-ტექნიკა
  • საჭე
  • სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია
  • სატრანსპორტო საშუალების კარების შიდა/გარე სახელურების დასუფთავება/დეზინფექცია

აუცილებელია, ყოველი დასუფთავება/დეზინფექციის პროცესის შემდეგ მოხდეს ხელთათმანების გამოცვლა და ხელების დაბანა/დამუშავება.

დეზინფექცია ერთერთი აუცილებელი ჩვევაა რომელიც მოსახლეობამ უნდა გამოიმუშაოს ვირუსების თავიდან აცილების მიზნით.

გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქტს  ყველაზე მისაღებ ფასად.

ჩვენი გუნდის მიზანია  ფეხი აუწყოს საბაზრო მოთხოვნებს, იზრუნოს ხარისხზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და უსაფრთხოებაზე.

დაიცავით ჰიგიენა,  გისურვებთ უსაფრთხო გარემოს!