2020 წლის 04 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-149/ო-ით სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცდა მთელი რიგი რეკომენდაციები, რაც ითვალისწინებს ოფისებში, წარმოებებში და სხვა ტიპის სამუშაო ადგილებზე განსახორციელებელ სანიტარულ ჰიგიენურ ზომებს. გთხოვთ გაეცნოთ ზოგიერთ მათგანს, დეტალურად იხილეთ ოფიციალური წყაროები ბმულზე: matsne.gov.ge

ა) ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები (დანართი №1);

ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვის (დანართი №2).

გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალისთვის (დანართი №3);

დ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის (დანართი №4);

ე) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები) (დანართი №5);

ვ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის (დანართი №6);

ზ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სამთო-მოპოვებითი სექტორისთვის (დანართი №7);

თ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები დამამუშავებელი მრეწველობის (კარიერის დამუშავების, არალითონური მინერალური პროდუქტების, ლითონის მზა ნაწარმის, კოქსისა და ნავთობპროდუქტების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის, მინის, მანქანებისა და მოწყობილობების, ხე-ტყის, ხის და კორპის) საქმიანობებისთვის (დანართი №8);

ი) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საგამომცემლო საქმიანობებისათვის (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა) (დანართი №9);

კ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით (დანართი № 10);

ლ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით (დანართი №11);

მ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე (ოპერატორები, კერძო დაცვითი და საადვოკატო საქმიანობა, ავოტექმომსახურება, პრესის ჯიხურები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, კომპიუტერული დაპროგრამება-კონსულტირება, საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და სალიზინგო, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობები, სააღრიცხვო-საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება, საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესისა და მართვის, არქიტექტურული საქმიანობები, იურიდიული მომსახურება, საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობები, ონლაინ ვაჭრობა, ყველა სახის დისტანციური მომსახურება, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შემფასებელი პირების საქმიანობები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობები) სექტორისთვის (დანართი № 12);

ნ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ცხოველთა სასაკლაოები, სასათბურე მეურნეობები) სექტორისთვის (დანართი №13);

ო) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები წარმოების (ქიმიკატების, ფარმაცევული პროდუქტების წარმოება, წისქვილების, საკვები პროდუქტების: პურისა და პურ-ფუნთუშეულის, რძის და სხვა პროდუქტების საქმიანობა ) სექტორისთვის (დანართი №14);

პ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო სერვისი“) საქმიანობებითვის (დანართი №15).