ამერიკულ–გერმანული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-BioNTech კოვიდ19–ის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობს და პირობას დებს, რომ მას წლის ბოლომდე გამოუშვებს.

კონცერნის გენერალური დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით პრეპარატი დაავადების პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მიღება მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

კლინიკური კვლევების დასრულების შემდეგ მედიკამენტი განსახილველად ამერიკის კვების პრდუქტების და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციას გადაეცემა.