fbpx

მყარი ზედაპირების სადეზინფექციო საშუალება-სოლიქლორი

მთავარი/სადეზინფექციო ხსნარი/ზედაპირი/დეზობარიერი/მყარი ზედაპირების სადეზინფექციო საშუალება-სოლიქლორი

მყარი ზედაპირების სადეზინფექციო საშუალება-სოლიქლორი

75.00

მყარი ზედაპირების სადეზინფექციო საშუალება-სოლიქლორი

შემადგენლობა: NaDCC 5გ.

გამოყენება: მყარი ზედაპირების სადეზინფექციო საშუალება.

(2 აბი იხსნება 10 ლიტრ წყალში)

რაოდენობა: 300 აბი

პროდუქციის კოდი: H0008 კატეგორია: ,

აღწერა

შემადგენლობა:  

ნატრიუმის ტროკლოზენი, ადიპინის მჟავა, ნატრიუმის კარბონატი.  აქტიური ქლორი – არა ნაკლებ 46 %-სა – 1 აბში აქტიური ქლორის 1.5 გ

მიკრობიოლოგიური ეფექტურობა:

ზედაპირების სადეზინფექციო საშუალება -სოლიქლორი წარმოადგენს ბაქტერიციდს, ვირულიციდს, ფუნგიციდს და სპოროციდს. გამოცდილია ქვემოთ აღნიშნული ევროსტანდარტების შესაბამისად: EN 13727:2012, EN 14561:2006, EN 13624:2013, EN 14562:2003, EN 14348:2005, 13704:2002,  DVV / RKI:2008

pH 6,5 ± 0,5 200C-იანი ტემპერატურის პირობებში 1,0 %-იანი წყალხსნარში

დანიშნულება:

შენობების, ტრანსპორტის, სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების და კოროზიულ;ი მასალების, სარეცხის, დასასუფთავებელი ინვენტარის და სამედიცინო ნარჩენების დეზინფექტანტი სანიტარული, პროფილაქტიკური და საბოლოო დეზინფექციისათვის უტილიზაციამდე

სადეზინფექციო არეალი :

 საცხოვრებელი გარემოს ყველა სფეროში ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ობიექტებზე მინის, შეღებილი ხის, პოლიმერული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ზედაპირების (შენობების, ტრანსპორტის ხისტი ავეჯის) დეზინფექციისათვის.

სამედიცინო დანიშნულების მქონე ნაკეთობების, ლაბორატორიული და სასადილო ჭურჭლის, სარეცხის. სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის, დასასუფთავებელი მასალების, ინფექციური დაავადებების კერებში, ყველა პროფილის (ქირურგიული და სტომატოლოგიური განყოფილებების, სამშობიარო სახლების, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების, სადონორო პუნქტების, სისხლის გადასხმის პუნქტების და პათოლოგიურ-ანატომიური განყოფილებების  ჩათვლით) სანიტარულ-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, საბავშვო დაწესებულებებში მიმდინარე, საბოლოო და პროფილაქტიკური დეზინფექციის დროს ბაქტერიული (ჭლექის ჩათვლით), სოკოვანი (მათ შორის, კანდიდოზები, დერმატომიკოზები) და ვირუსული ეთიოლოგიების დროს ავადმყოფობების მოსავლელი ნივთების დეზინფექციისათვის.

ინფიცირებული მასალების, სამედიცინო ნარჩენების და სამედიცინო დანიშნულების ერთჯერადი ნივთების უტილიზაციამდე

გამოყენება და დოზირება:

 სამედიცინო დანიშნულების მქონე საგნების, ავადმყოფების მოვლის ნივთების, ჭურჭლის და ინვენტარის დასველების მეთოდით  დეზინფექცია, ინფიცირებული მასალების, სამედიცინო ნარჩენების და სამედიცინო დანიშნულების მქონე ერთჯერადი ნაკეთობების დეზინფექცია  შენობებში ზედაპირების დეზინფექცია მიმდინარე დეზინფექციის ჩატარების დროს:

4 აბი 10 ლ. წყალზე                  ექსპოზიცია                           60 წუთი

4 აბი 4 ლ. წყალზე                    ექსპოზიცია                           15 წუთი

გაფრთხილება:

მუშაობის პროცესში რეკომენდირებულია ხელებისათვის დამცავი ხელთათმანების და დამცავი სათვალის გამოყენება.

დაიცავით ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები

თვალში მოხვედრის დროს რამდენიმე წუთის განმავლობაში

EUH031 მჟავებთან კონტაქტის დროს გამოყოფს ტოქსიკურ აირს

ჩასუნთქვის დროს აუცილებელია დაზარალებული პირისათვის სუფთა ჰაერის უზრუნველყოფა.

კანზე მოხვედრის დროს, აუცილებელია კანი გამდინარე წყლით ჩამობანა, ჩაყლაპვის დროს, რეკომენდირებულია პირის წყლით გამოვლება და დიდი რაოდენობით წყლის დალევა

აუცილებლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს

შენახვის პირობები:

ინახება 5-350C-იანი ტემპერატურის პირობებში, მშრალ, ბნელ განიავებულ შენობაში, კვების  პროდუქტებისგან, სასმელებისგან, ტენიანობის წყაროსგან, წვადი და იოლად აალებადი ნივთიერებებისგან მოშორებით

შეფუთვა:  

1კგ    პოლიმერულ ქილებში   300 აბი

ვარგისიანობის ვადა:

წარმოების დღიდან   3  წელი

მწარმოებელი:

ბალტიჩემი, ესტონეთი

Go to Top