აღწერა

საშუალება „დეზოტეკი UH“ წარმოადგენს უფერო გამჭვირვალე სითხეს. მოქმედი ნივთიერებების
სახით მის შემადგენლობაში შედის პოლიჰექსამეთილენგუანიდინ ჰიდროქლორიდი და
აკილდიმეთილბეიზილამონიუმის ქლორიდი და ასევე, წყალი. pH საშუალებები 7,0±1,0. ვარგისიანობის
ვადა მწარმოებლის გაუხსნელი შეფუთვით შეადგენს 3 წელს. საშუალება ინარჩუნებს თავის თვისებებს
გაყინვისას და შემდგომი გადნობისას.
საშუალებას უშვებენ 0,5 და 1 დმ3
-ს პოლიმერულ ფლაკონებში, შესაძლებელია გამფრქვევი საცმის
გამოყენებაც.
1.2 საშუალება „დეზოტეკი UH“-ს აქვს ანტიმიკრობული აქტივობა სხვადასხვა გრამუარყოფითი და
გრამდადებითი მიკროორგანიზმების, ტუბერკულოზის გამომწვევის, ვირუსების (ადენოვირუსების,
გრიპის ვირუსების, პარაგრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების გამომწვევების,
ენტეროვირუსების, როტავირუსების, პოლიომიელიტის ვირუსის, ენტერალური ვირუსების,
პარენტერალური ჰეპატიტების, ჰერპესის, ატიპიური პნევმონიის, ქათმის გრიპისა და აივ-ის ჩათვლით),
კანდიდას ოჯახის სოკოების და ტრიქოფიტონის (დერმატოფიტიუმი) მიმართ.
საშუალება არ აფუჭებს დასამუშავებელ ობიექტებს, არ აუფერულებს ქსოვილებს, არ აფიქსირებს ორგანულ
დაბინძურებებს, არ იწვევს მეტალების კოროზიას.
საშუალება არ იწვის, არის არახანძარ და არაფეთქებად საშიში, ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
საშუალება შეუთავსებელია საპნებთან და ანიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან.
1.3 საშუალება მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების ГОСТ 12.1.007-76-ის მიხედვით განეკუთვნება
ნაკლებად საშიშ ნივთიერებათა მე-4 კლასს შიგნით შეყვანისას, კანზე წასმისას და ორთქლის სახით
საინჰალაციო ზემოქმედებისას; პარენტერალური შეყვანისას განეკუთვნება პრაქტიკულად არატოქსიკური
ნივთიერებების მე-5 კლასს; არ ახდენს ადგილობრივ გაღიზიანებას კანზე ერთჯერადი ზემოქმედებისას;
არ აქვს კანის მარეზორბირებელი და მასენსიბილიზებელი ქმედება. საშუალება ახდენს სუსტად
გამაღიზიანებელ ზემოქმედებას თვალის ლორწოვანაზე. მოსხურებისას საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს
ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება.
სამუშაო ზონის ჰაერში ალკილდიმეთილბენზილამონიუმის ქლორიდის ზღვრულად დასაშვები
კონცენტრაციაა – 1მგ/მ
3
აეროზოლი.
სამუშაო ზონის ჰაერში პოლიჰექსამეთილენგუანიდინ ჰიდროქლორიდის ზღვრულად დასაშვები
კონცენტრაციაა – 2მგ/მ
3
აეროზოლი.
1.4 საშუალება „დეზოტეკი UH“ განკუთვნილია:
-ხელების და კანის ჰიგიენური და ქირურგიული, ხშირი ანტისეპტიკური დამუშავებისათვის, აგრეთვე
კანის წინასაოპერაციო და წინასაინექციო ანტისეპტიკური დამუშავებისათვის
5- კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმებით და სხვა დაზიანებებით გამოწვეული
ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად
2. საშუალება „დეზოტეკი UH“ -ის
2.1. საშუალება „დეზოტეკი UH“ -ის გამოყენება
2.1.1 პალატებში, შესახვევში, საპროცედურებში, საოპერაციო და სამშობიარო ბლოკებში, ინტენსიური
თერაპიის განყოფილებებში, ლაბორატორიებში, ინფექციურ განყოფილებებში, სტომატოლოგიურ
კაბინეტებში, ამბულატორიებში და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში და სხვა ობიექტებში სადაც
აუცილებელია ხელების ჰიგიენური დამუშავება
2.1.2. სასწრაფო დახმარების ავტომობილებში და სხვა სამედიცინო ტრანსპორტში
2.1.3. საყოფაცხოვრებო პირობებში ავადმყოფის, ახალშობილი და ხანდაზმული ადამიანების მოვლისას
2.1.4.სამრეწველო სფეროში – კვების პროდუქტების გადამუსავების, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში,
კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში
2.1.5. საზოგადოებრივი მომსახურების დაწესებულებებში – საპარიკმახერო, სასტუმრო, აბანო, საუნა
2.1.6. სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებებში
3. საშუალება „დეზოტეკი UH“ -ის გამოყენების წესი
ხელებისა და კანის ჰიგიენური ანტისეპტიკა მიმართულია ტრანზიტორული მიკროფლორის წინააღმდეგ.
ანტისეპტიკური მანიპულაციის წინ აუცილებელია ხელების დაბანა და გამშრალება.
3.1 3-5მლ „დეზოტეკი UH“ -ის მზა სითხე შეიზილება ჰიგიენური დეზინფექციისთვის მის სრულ
გაშრობამდე. არ საჭიროებს წყლის გადავლებას
3. 2. „დეზოტეკი UH“ -ის ხელის ქირურგიული დეზინფექციისათვის 2X3 მლ ხსნარი შეიზილება მშრალ
ხელზე 1,5 წთ -ის განმავლობაში, არ საჭიროებს წყლის გადავლებას
ცხრილი 1 ხელის ჰიგიენური ანტისეპტიკური დამუსავების დოზირება და ექსპოზიციის დრო
გამომწვევი გაუსნებოვნების დრო (წმ) გაუსნებოვნების წესი
ჰერპეს ვირუსი 1-2 ტიპი 30* შეზელვა ( სამჯერადად)
ჰეპატიტის ვირუსი B,C, HIV, 30-40* შეზელვა ( სამჯერადად)
როტავირუსი
ადენოვირუსი 120* შეზელვა ( სამჯერადად)
პოლიოვირუსი 120* შეზელვა ( სამჯერადად)
მულტირეზისტენტული 15 შეზელვა
ოქროსფერი სტაფილოკოკი
ენტეროჰემორაგიული ნაწვაის 15 შეზელვა
ჩხირი
ტუბერკულოზის მიკობაქტერია 30-40* შეზელვა ( ორჯერადად)
6შენიშვნა* განსაკუთრებით საშიში ინფექციების 🙁 და ეპიდაფეთქებების დროს) ტუბერკულოზის მიკობაქტერიის
გასაუვნებელყოფად დამუსავება ხორციელდება ორჯერადად, ვირუსული ინფექციების ( ჰერპესი, ჰეპატიტი,
აივ-ინფექცია, როტავირუსი) დამუშავება ხორციელდება სამჯერადად. დამუსავების მთლიანი დრო სისხლით,
ნერწყვით დაბინძურების შემთხვევაში 5 წთ, დაბინძურების გარეშე 3 წთ ანტიმიკრობული მოქმედება
ნარჩუნდება 3 საათის განმავლობაში
3.3 საყოფაცხოვრებო პირობებში ავადმყოფის, ახალშობილის და ხანდაზმული ადამიანების მოვლისას ( მათ შორის
ნაწოლებისა და სტომის ირგვლივ კანის დამუსავება) ხორციელდება დოლბანდში დასველებული ხსნარით
არანაკლებ 30 წმ ისა.
3.4 სამრეწველო სფეროში, კვების პროდუქტების გადამამუშავებელ დაწესებულებებში, საზოგადოებრივი
კვების ობიექტებში, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ წარმოების პესონალის ხელების დამუსავება ხორციელდება
3-5 მლ ხსნარის შეზელვით ხელებზე, მის სრულ გაშრობამდე
4. სიფრთხილის ზომები
4.1 თვალში მოხვედრის შემთხევაში დაიბანეთ გამდინარე წყლით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის
შემთხევაში მიიღეთ რამოდენიმე ჭიქა წყალი და 10 აბი გააქტივებული ნახშირი
9.ტრანსპორტირება, შენახვა, შეფუთვა
5.1. სადეზინფექციო საშუალება „დეზოტეკი UH“ ტრანსპორტირება ხდება ყველა სახის ტრანსპორტით, ამ სახის
ტრანსპორტისათვის არსებული ტვირთების გადატანის წესების მიხედვით.
5.2. პრეპარატს ინახავენ სასაწყობო სათავსებში, გამათბობელი მოწყობილობებისაგან და ღია ცეცხლისაგან
მოშორებით0°С-დან +35″С-მდე. გაყინვისა და შემდგომი გალღობის შემდეგ საშუალების სამომხმარებლო
თვისებები ნარჩუნდება.
9.3.საშუალებას უშვებენ 50 სმ3
. 100 სმ3
. 150 სმ3
. 300 სმ3
. 400 სმ3
. 500 სმ3
. 1000 სმ3
, 5000 სმ3
-იან პოლიმერულ
ფლაკონებში. შესაძლებელია გამფრქვევი საცმების გამოყენება